ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატი საბერძნეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. დრონმა სამოთრაკესა და ლემნოსს შორის საზღვაო არეალში ქვეყნის ეროვნული საჰაერო სივრცე დაარღვია, რის შემდეგად ბერძნულმა გამანადგურებლებმა დრონი ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
თურქული დრონი საბერძნეთის ალექსანდროპოლისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს მიუახლოვდა სწორედ მაშინ, როდესაც ავიაკომპანია Aegean-ის სამგზავრო თვითმფრინავი აფრენას ცდილობდა.
საპასუხოდ, საბერძნეთმა სამხედრო-საჰაერო ძალების ორი F-16 ავიაგამანადგურებელი აწია მფრინავი ობიექტის აღმოსაჩენად, მისი იდენტიფიცირებისთვისა და მისთვის გზის გადასაჭრელად.
მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, თვითმფრინავს მიეცა მითითება, შეეცვალა ფრენის მარშრუტი და შეენარჩუნებინა დაბალი სიმაღლე ზონიდან გასვლამდე.