ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს. შემთხვევა დღეს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ის გაძარცვის დროს მოკლეს. მოკლულს თხილის ფული ჰქონდა აღებული და მასთან სახლში ყაჩაღობის მიზნით შევიდნენ. მეზობლების თქმით, 63 წლის ქალი შველას ითხოვდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.