მოსკოვის სამხედრო სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, ოლექსი არესტოვიჩს, დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედება „ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებები“ და „რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება“.
ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახურმა პარასკევს, 28 აგვისტოს, განაცხადა.
საქმე ეხება 2022 წლის 17 მარტს Facebook-სა და Instagram-ზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, ასევე YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც რუსეთის სასამართლომ „რუსული ჯარების გადაადგილებისა და მომარაგებისთვის გამოყენებული რკინიგზის განადგურებისკენ მოწოდება“ დაინახა.
გარდა ამისა, 2022 წლის 8 აპრილს არესტოვიჩმა Telegram-სა და Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შესახებ, რაც, რუსეთის სასამართლოს შეფასებით, „ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“ წარმოადგენდა.
არესტოვიჩზე რუსეთში საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.