საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა "მთავარი ამბეი კახეთიდან" ავრცელებს.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა, რომელსაც უცხოენოვანი ტურისტები კახეთის მიმართულებით გადაჰყავდა.
დაშავდა სატრანსპორტო საშუალებებში მყოფი 5 ადამიანი, ყველა მათგანი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს.
დაშავებულთაგან ერთ-ერთი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო : ინფო რუსთავი