"ტვ პირველის" ინფორმაციით, თბილსიში რუსეთის მოქალაქე მოკლეს.
შემთხვევა ბარათაშვილის აღმართზე მოხდა.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, მოკლული საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა - რუსეთის მოქალაქეს საზღვრის კვეთა 26 აგვისტოს ფიქსირდება.
არსერბული ცნობით, სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.