21 აგვისტოს ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ პერმში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომ „მარინოვკაზე“ იერიში მიიტანეს.
ამის შეასხებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი სანქციებით ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც ის დაიწყო.
ამ ღამით ჩვენმა დიპლომატიურმა დარტყმებმა დააზიანა პერმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც საზღვრიდან 1 600 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს, და ვოლგოგრადის ოლქში სამხედრო აეროდრომი „მარინოვკა“. შედეგები გვაქვს შავი ზღვის აკვატორიაშიც,“ - აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკის განცხადება სხვა წყაროებმაც დაადასტურეს; პერმის ოლქის გუბერნატორმა მანამდე განაცხადა, რომ დრონების თავდასხმის შედეგად რეგიონში ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე დაზიანება დაფიქსირდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა წინა დარტყმების დადასტურებული შედეგების შესახებ: აეროდრომ „ახტუბინსკზე“ დაზიანებულია რუსული Su-34 ტიპის თვითმფრინავი. სამიზნე ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრში მდებარეობდა.
ხოლო პრიმორსკო-ახტარსკში, ფრონტის ხაზიდან თითქმის 180 კილომეტრში, განადგურებულია დარტყმითი დრონების შენახვის, მომზადებისა და გაშვების ადგილი, რომელსაც რუსული ძალები უკრაინაზე თავდასხმებისთვის იყენებენ