21 აგვისტოს რუსეთის ქალაქ პერმზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, სადაც „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა და სირენების ხმა ისმოდა.
Telegram-არხების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე სწორედ პერმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.
პერმის მხარის ხელისუფლებამ დრონების თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები უპილოტო აპარატების შეტევას იგერიებენ.
დრონების თავდასხმა დაადასტურა პერმის მხარის ტერიტორიული უსაფრთხოების სამინისტრომაც .
Astra-ს ცნობით, პერმის აეროპორტმა თვითმფრინავების მიღება და გაფრენა დროებით შეაჩერა. პერმში სირენების ხმა ისმის, ზოგიერთ რაიონში კი ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა.