ფინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსულმა თვითმფრინავმა, სავარაუდოდ, ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.
ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა განაცხადა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინციდენტი ხუთშაბათს, 20 აგვისტოს, ფინეთის ყურის დასავლეთ ნაწილში მოხდა.
„საჰაერო სივრცის შესაძლო თითოეულ დარღვევას სერიოზულად ვეკიდებით. გამოძიება გრძელდება“, - განაცხადა ჰაკანენმა.
ამასთან, განცხადებაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რა ტიპის თვითმფრინავზეა საუბარი.
ინციდენტს ფინეთის სასაზღვრო სამსახური იძიებს და გამოძიების მიმდინარეობის შესაბამისად დამატებით დეტალებს გაავრცელებს.