რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომს აგებს, ამის საპასუხოდ ის სამოქალაქო მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ესხმის თავს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროკავშირი წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად უკრაინის ანტიბალისტიკური შესაძლებლობების მხარდასაჭერად მუშაობს.
რუსეთი აგებს მის მიერ დაწყებულ ომს. ამის საპასუხოდ ის სამოქალაქო მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ესხმის თავს. ჩვენ ვმუშაობთ წევრ სახელმწიფოებთან და პარტნიორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინის ანტიბალისტიკურ შესაძლებლობებს და უკრაინას ჰქონდეს საშუალება, თავიდან აიცილოს ადამიანების დაღუპვა - რაც ამჟამად ყველაზე გადაუდებელი პრიორიტეტია", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.