კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„დედაქალაქზე მტრის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 21 აგვისტო კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა“, – განაცხადა კლიჩკომ.
გლოვის დღეს კიევის ყველა მუნიციპალურ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება. სახელმწიფო უწყებებს, ასევე კერძო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს რეკომენდაცია მიეცათ, დროშები ნახევრად დაეშვათ.
21 აგვისტოს კიევში ყველა გასართობი ღონისძიების ჩატარებაც აიკრძალება.
ბოლო მონაცემებით, რუსების თავდასხმას კივეში 12 ადამიანი ემსხვერპლა, 34 კი დაშავდა.