აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის იზოლირების მიზნით მასშტაბური ეკონომიკური ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.
„არავის მიუცია ირანის ისლამურ რესპუბლიკისთვის შეთანხმების მიღწევის იმაზე მეტი შესაძლებლობა, ვიდრე მე. სამწუხაროდ, მათ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს. ამიტომ, დღეს ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაციის დაწყებას, რომელიც ოდესმე რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულა! ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა დასძინა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც საკუთარ ფინანსურ ინსტიტუტებს, კომპანიებს, აეროპორტებს ან სახელმწიფო უწყებებს ირანისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის საშუალებას მისცემს, თავადაც „კოლოსალური ეკონომიკური შედეგების“ წინაშე აღმოჩნდება.
„ნავთობის კონტრაბანდა, სვოპ-ხაზები, ფულადი გზავნილები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, გემების რეესტრები, ფიქტიური კომპანიები — ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ტრამპმა აშშ-ის მოკავშირეებს მოუწოდა, ერთობლივად მოახდინონ ირანის საფრთხის იზოლირება და დამარცხება. მან გამოცხადებულ ზომებს „ეკონომიკური D-დღე“ უწოდა.