აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ წლის ბოლოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს, იუწყება Reuters.
კითხვაზე, ელოდება თუ არა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან წლის ბოლოს შეხვედრას, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, შევხვდები“.
გამოცემის ინფორმაციით, ორშაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინისგან პასუხი მიიღო მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეასთან კონტაქტების აღდგენის მცდელობები დაიწყო.
მანამდე The Wall Street Journal წერდა, რომ ტრამპმა მრჩევლებს დაავალა, კიმთან პირისპირ შეხვედრა უკვე ამ შემოდგომაზე მოემზადებინათ.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელს სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბის შემცირება დაავალა.
„ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელ კიმ ჩენ ინთან ჩემი ძალიან კარგი ურთიერთობებიდან გამომდინარე, არ მომწონს ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატები დიდი ხანია მონაწილეობს სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებში“, - განაცხადა ტრამპმა.