19 აგვისტოს დილით რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში კორაბელნის რაიონში ავტობუსს დრონით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.
ინფორმაციას ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
„ამ ტერორისტული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამჟამად შესაბამისი სამსახურები მათი ვინაობის დადგენაზე მუშაობენ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“., - აცხადებს პროკუდინი.