უკრაინელი დეპუტატი და პარტია „გოლოსის“ ლიდერი, კირა რუდიკი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ეხმიანება, რომელიც უკრაინაში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.
მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ამბიციების გამო ქვეყანას საფრთხე არ უნდა შეუქმნან.
„მიხაილო ფედოროვისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, კონსტიტუცია მისი თანამდებობიდან გადაყენების გამო არ შეცვლილა. საომარი მოქმედებების დროს არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. არასწორია ქვეყნის დაშლისკენ მოწოდება ვინმეს პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად“, – წერს კირა რუდიკი სოცალურ ქსელში.
უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის განცხადებით, რუსეთს არ უნდა მისცენ უფლება, განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები თავიანთი მთავრობის არჩევას.