აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადურ საქონელზე ახალი 50%-იანი ტარიფების ამოქმედება სამი დღით გადადო, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონსა და ოტავას შორის შეთანხმება შედგა.
ამის შესახებ ტრამპის სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.
ტრამპის თქმით, გადავადება ეფუძნება იმას, რომ კანადამ და შეერთებულმა შტატებმა, დოკუმენტების საბოლოო შეთანხმების პირობით, გარიგებას მიაღწიეს.
„კანადის წინააღმდეგ 50%-იანი ტარიფების ამოქმედება, რომელიც ხვალ დილით უნდა დაწყებულიყო, სამი დღით გადავდე, რადგან კანადამ და აშშ-მა, დოკუმენტების საბოლოო შეთანხმების პირობით, გარიგებას მიაღწიეს!
დიდი Keystone XL-ის ნავთობსადენი, რომელიც დიდი ხნის წინ „მძინარე ჯო“ ბაიდენმა გააუქმა, შესაძლოა სამარედან კვლავ აღდგეს!" - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
როგორც Reuters აღნიშნავს, ტრამპის პოსტი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მან სამშაბათს, 18 აგვისტოს, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის ესაუბრა. ეს მათი მეორე საუბარი იყო მიმდინარე კვირაში.