რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, 19 აგვისტოს ღამით, მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
მოსკოვის მერი სერგეი სობიანინის თქმით, მოსკოვისკენ გაფრენილი 20-ზე დრონი ჩამოაგდეს.
ამასთან, „როსავიაციამ“ მოსკოვისა და რუსეთის რამდენიმე სხვა აეროპორტის მუშაობაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ განაცხადა.
კერძოდ, მუშაობა შეაჩერა რუსეთის ქალაქ იაროსლავის აეროპორტმაც,
რეგიონის გუბერნატორის, მიხაილ ევრააევის თქმით, „უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, იაროსლავლიდან მოსკოვის მიმართულებით ქალაქიდან ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია.