აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამჟამად ირანთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და არც იგეგმება, თუმცა ჰორმუზის სრუტის საზღვაო ბლოკადა გაგრძელდება.
ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა.
„ამჟამად ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და არც იგეგმება.
საზღვაო ბლოკადა ძალაში რჩება. ჰორმუზის სრუტე ღიაა და ფუნქციონირებს. ყველა წყალქვეშა ნაღმი ამოღებულია ან აფეთქებულია“, - წერს ტრამპი.