რუსეთმა უკრაინისა და ბელარუსის საზღვრებთან სულ მცირე 10 სამხედრო ბაზა მოაწყო, რომლებიც უახლესი რეაქტიული დრონების მასობრივი გაშვებისთვისაა გათვლილი. მათი მიზანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების სისტემატური გამოფიტვა და გარღვევა.
ამის შეასხებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph წერს, რომელიც სატელიტური ფოტოებისა და გაჟონილი დოკუმენტების, ასევე ანალიტიკური კომპანია DroneSec-ის მონაცემების ანალიზს ეფუძნება.
ჟურნალისტებმა და სამხედრო ანალიტიკოსებმა უკრაინისა და ბელარუსის საზღვრებთან 59 მექანიკური გამშვები მიმართულება აღმოაჩინეს. ეს რელსის ტიპის კატაპულტები ასაფრენ ბილიკებს ანაცვლებს და მძიმე, თვითმფრინავის ტიპის დრონების სწრაფად გაშვების საშუალებას იძლევა უშუალოდ ფრონტის ხაზთან ახლოს.
სულ მცირე 20 გამშვებს დაგრძელებული კონსტრუქცია აქვს. ექსპერტების შეფასებით, ისინი გათვლილია დიდი მანძილის უახლესი, მაღალსიჩქარიანი რეაქტიული მოდიფიკაციების დრონების გასაშვებად.
ზოგიერთი ჰაბი მოქმედი სამხედრო ბაზებისა და სამოქალაქო აეროპორტების გადაკეთებით შეიქმნა, სხვა ობიექტები კი ნულიდან, სოფლად განთავსებულ ტერიტორიებზე მოაწყვეს.
ექსპერტების შეფასებით, ობიექტების ინფრასტრუქტურის გაფართოების მასშტაბები მიუთითებს, რომ მოსკოვი ხანგრძლივი და უფრო ინტენსიური საჰაერო კამპანიისთვის ემზადება. მხოლოდ ერთ-ერთ ბაზაზე დაფიქსირდა სასაწყობე ფართობები, რომლებიც ერთდროულად 1000-ზე მეტი დამრტყმელი დრონის განთავსებას ითვალისწინებს.
რიგ ობიექტებზე დამატებითი გამშვები პოზიციების მშენებლობა ამ დრომდე გრძელდება.