უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას განცხადებით, შვეიცარია კიევ-პეჩერის ლავრის აღდგენისთვის დაახლოებით 730 ათასი დოლარს გამოყოფს.
„მივესალმები შვეიცარიის გადაწყვეტილებას, გამოყოს დაახლოებით 730 ათასი აშშ დოლარი კიევ-პეჩერის ლავრის, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლისა და უკრაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერი და კულტურული ღირსშესანიშნაობის, შესანარჩუნებლად“, - დაწერა სიბიჰამ X-ზე.
მისი თქმით, ეს მხარდაჭერა დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მან აღნიშნა, რომ ლავრის დაარსებიდან 975 წლისთავამდე სულ რაღაც ორი თვით ადრე რუსეთმა მიზანმიმართულად დაარტყა მრავალსაუკუნოვან სიწმინდეს.
„იმ დროს, როდესაც რუსეთი უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებასა და ჩვენი იდენტობის წაშლას ცდილობს, ჩვენი პარტნიორები ჩვენ გვერდით დგანან და მომავალი თაობებისთვის მის დაცვასა და შენარჩუნებაში გვეხმარებიან.
მადლიერი ვარ შვეიცარიის ამ ხელშესახები სოლიდარობისთვის და უკრაინაში შვეიცარიის მთავრობის დელეგატის ჟაკ გერბერისთვის, რომელიც კიევში ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად შემოგვიერთდა. ერთად ვიცავთ უკრაინის მემკვიდრეობას და ევროპისა და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ამ ფასდაუდებელ ნაწილს“, - აღნიშნა სიბიჰამ.