უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გეორგე გერპეტრიტისთან სატელეფონო საუბარი გამართა. სიბიჰას თქმით, საუბრის მთავარი თემა შავ ზღვაში არსებული ვითარება იყო.
ამის შესახებ სობიჰამ X-ზე დაწერა, იუწყება.
სიბიჰას თქმით, მან ბერძენ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული უწყვეტი დარტყმების შედეგებისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების შესახებ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა შავ ზღვაში უსაფრთხოების ვითარებაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მუდმივი დარტყმები უკრაინის პორტებზე, საზღვაო ინფრასტრუქტურასა და გემებზე საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ვაჭრობასა და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას.
„უკრაინისა და საბერძნეთისთვის, როგორც საზღვაო სახელმწიფოებისთვის, ნავიგაციის თავისუფლება პრინციპისა და უსაფრთხოების საკითხია. რუსეთი ცდილობს, შავი ზღვა - არტერია, რომელიც ქვეყნებს, ბაზრებსა და ადამიანებს აკავშირებს, ზეწოლისა და დაშინების მორიგ ინსტრუმენტად აქციოს. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ის ღია, უსაფრთხო და თავისუფალი დარჩეს ნაოსნობისთვის“, - აღნიშნა სიბიჰამ.
გარდა ამისა, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტები და საერთაშორისო ასპარეზზე უფრო ფართო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.