უკრაინის ჯარებმა სლავიანსკის მიმართულებით წინ წაიწიეს. ამის შესახებ ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები იუწყებიან და რუსული დაბომბვების ამსახველ კადრებს ეყრდნობიან.
ანალიტიკოსების განცხადებით, რუსებმა სლავიანსკის აღმოსავლეთით მდებარე ოზერნოეს პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რაც ამ რაიონში უკრაინის ჯარების ბოლო პერიოდში წინსვლაზე მიუთითებს. ამასთან, ეს უარყოფს რუსეთის განცხადებებს, თითქოს მის ჯარებს ოზერნოეს დასავლეთით მდებარე პოზიციები კონტროლქვეშ ჰქონდეთ.
ISW-ის ანალიტიკოსებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებას მიაღწიეს პოკროვსკის მიმართულებით, სადაც რუსეთის ძალები კვლავ ინფილტრაციის ტაქტიკას იყენებენ. კერძოდ, უკრაინელმა სამხედროებმა რუსებს პოზიციები ბელიცკოეს ჩრდილო-დასავლეთით წაართვეს.
ამავდროულად, ISW-ის ანალიტიკოსების ცნობით, რუსეთის ჯარები დონბასში უკრაინის ლოგისტიკის განადგურების მცდელობებს არ წყვეტენ.
კერძოდ, 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა სლავიანსკში მდინარე კაზენი ტორეცზე გადასასვლელ საფეხმავლო ხიდს რამდენიმე მართვადი საავიაციო ბომბით დაარტყა.
მანამდე რუსებმა ამავე მდინარეზე მდებარე სხვა ხიდებსაც შეუტიეს.
ISW-ის შეფასებით, ამგვარად რუსეთი უკრაინის თავდაცვითი ზოლის წინააღმდეგ მოსალოდნელი შეტევისთვის ემზადება.