რუსეთის მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში, 16 აგვისტოს ღამით, დრონების თავდასხმის შედეგად მარკეტპლეის Wildberries-ის უდიდეს საწყობში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA იუწყებია
ფაქტს ადასტურებს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინიც.
მოსკოვის ოლქის მცხოვრებლების მიერ გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოკადრებში ჩანს ხანძარი, რომელმაც კომპანიაWildberries-ის ლოგისტიკური კომპლექსი სოფელ კოლედინოში მოიცვა. ობიექტის ფართობი 200 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია და ის ქსელის უდიდეს სასაწყობე ცენტრად მიიჩნევა.
კიდევ ერთი, ლოგისტიკური კომპლექსი დომოდედოვოში იწვის.
მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის მტკიცებით, ღამით მოსკოვის ოლქის მიმართულებით 600 დრონი მიფრინავდა. მისი თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის ოლქში 201 დრონი ჩამოაგდეს.