საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საკუთარ გეგმას ამზადებენ. ამის შესახებ The New York Times ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის თანახამდ, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი მოლაპარაკებების გეგმას ამზადებენ, თუმცა დიპლომატებისა და ექსპერტების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმორ პუტინი მალე სერიოზული სამშვიდობო შეთანხმებისთვის იქნება მზად.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრანგეთი და გერმანია წამყვან როლს ასრულებენ ევროპული პოზიციის განვითარებაში, ხოლო დიდი ბრიტანეთი ყოყმანობს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ნერვიულობს ტრამპთან ურთიერთობის გამო.