ინდონეზიის კუნძულ ფლორესის სანაპიროსთან, შაბათს, 15 აგვისტოს, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7,7 მაგნიტუდა შეადგინა.
ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 38 ადამიანი, ექვსი დაშავდა, ორი კი დაკარგულად ითვლება, იტყობინება სააგენტო dpa.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები დილით, დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარის პროვინციაში, ქალაქ ენდეს ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობდა.
მთავარი მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე ძლიერი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.