უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს და წარმოების საკითხებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ამის შესახებ ზელენსკინ ვიდეომიმართვისას ილაპარაკა,
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინის საჰაერო თავდაცვაზე სიცოცხლის დასაცავად საჭირო რაკეტებზე და უკრაინაში მათი წარმოების შესახებ შეთანხმებებს ვაფორმებთ. ეს ყველაფერი იქნება. ეს მარტივი არ არის, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება.
ომის განმავლობაში არაერთხელ გვისაუბრია იარაღზე, საშუალებებსა და ტექნიკაზე, რომლებზეც თავდაპირველად გვესმოდა, რომ თითქოს შეუძლებელი იყო მათი მიღება. შემდეგ გვესმოდა, რომ უკრაინელები ამას თითქოს ვერ შეძლებდნენ, რადგან ამისთვის ათწლეულები იყო საჭირო. F-16-ები, წელიწადში მილიონობით დრონის წარმოება, სპეციალური სარაკეტო ტექნოლოგიები... და ჩვენ ეს შევძელით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, იგივე მოხდება ანტისარაკეტო თავდაცვისა და Patriot-ის სისტემების შემთხვევაშიც.
„მაგრამ ყოველი გაჭიანურება, რომელსაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს პოლიტიკურ დონეზე, უბრალოდ ადამიანების სიცოცხლეს იწირავს. მნიშვნელოვანია სწრაფად მოქმედება, ყველა ძალის მიმართვა სიცოცხლის დასაცავად და რუსეთისთვის ომის წარმოებისთვის საჭირო რესურსების შეზღუდვისკენ.
აგრესორმა უნდა იგრძნოს, რომ მსოფლიო არსებობს და ის ნამდვილად არსებობს და მოქმედებს იმისთვის, რომ ომს ბოლო მოუღოს და არა უბრალოდ აკვირდებოდეს, როგორ გრძელდება ის“მ - განაცხადა ზელენსკიმ.