რუმინეთში, ტულჩის ოლქში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში დრონი ჩამოვარდა. დაბალ სიმაღლეზე ფრენის გამო მისი დაფიქსირება რადიოლოკაციური დაკვირვების სისტემებმა ვერ შეძლეს.
ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
დრონი ტყიან ტერიტორიაზე ჩავარდა და წინასწარი ინფორმაციით, არც ადამიანები დაშავებულან და არც მატერიალური ზიანი დამდგარა.
„თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სპეციალისტთა ჯგუფი ვერტმფრენით ტერიტორიის შესამოწმებლად გაემართება.