ინგლისში, დასავლეთ მიდლენდში, ძლიერი ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
Sky News-ის ცნობით, დასავლეთ მიდლენდში, სტურბრიჯის რაიონში, ძლიერი ხანძარი საცხოვრებელ ტერიტორიებზე გავრცელდა და ექვსი სახლი დააზიანა. ადგილზე დაახლოებით 60 მეხანძრე მუშაობდა. ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ბავშვი და სამი მეხანძრე, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცეცხლი თავდაპირველად გოლფის მოედნის მახლობლად გაჩნდა, ხოლო მოგვიანებით სახლებსა და შენობებზე გავრცელდა. სპეციალური სამსახურები მოქალაქეებს მოუწოდებენ, სახლების კარები და ფანჯრები დახურონ.
„საგანგებო სიტუაციების სამსახურები და დასავლეთ მიდლენდსის რკინიგზის დამაკავშირებელი და ტრანსპორტის ჯგუფები ინფორმაციას მაწვდიან და მოვუწოდებ ხალხს, თავი აარიდონ ამ ტერიტორიას, ხოლო ქალაქში მყოფებს, დაიცვან ადგილზე მყოფი პოლიციისა და მეხანძრე-მაშველების რჩევები“, – განაცხადა დასავლეთ მიდლენდის მერმა, რიჩარდ პარკერმა.
დასავლეთ მიდლენდის სახანძრო სამსახურის განცხადებით, ხანძარი რამდენიმე ლოკაციას მოედო - ოუნთი ჯონ ლეინის, რეისქორს ლეინისა და სტურბრიჯ როუდის მიმდებარედ. ადგილზე დამატებითი ძალები გაგზავნეს.
სახანძრო სამსახურის განცხადებით, ხანძრის გამო ადგილობრივი სარკინიგზო მიმოსვლა ფრთხოების მიზეზით შეჩერდა, ხოლო მიმდებარე რამდენიმე ობიექტს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეექმნა.