ოპოზიციის წევრი გია თორთლაძე საზოგადოებას აფრთხილებს, რომ "ექსპერტთა კლუბი" 3 დეკემბერს რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსნებთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება თორთლაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, სურს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ ვისთან აპირებენ შეხვედრების გამართვას ქართველი ექსპერტები.
როგორც მან აღნიშნა, ინტერნეტიდან შეიტყო, რომ საქართველოში რუს ექსპერტებს ქართველი ექსპერტები უმასპინძლებენ. თუმცა სტუმრების გვარები, თორთლაძის თქმით, იმიტომ არ არის დასახელებული, რომ ისინი რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსნები არიან.
",ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გაურკვეველია მათი ჩამოსვლის მიზეზები და მიზნები. ეს ხალხი არიან რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსნები, პუტინისა და მედვედევის უახლოესი გარემოცვის წევრები, რომლებიც აკონტროლებენ უდიდეს ფინანსურ საშუალებებს რუსეთში, არანაირი ექსპერტთა ჯგუფი ეს არაა. საქართველოს ექსპერტთა ჯგუფი ხვდება იმ ადამიანებს, ვინც მუდმივად ამბობენ, რომ საქართველო თავს დაესხა მძინარე ცხინვალს~, - განაცხადა თორთლაძემ და დასძინა, რომ ერთ-ერთი მათგანი, მილერი, წლების განმავლობაშიზე პუტინის მრჩეველი იყო.