ირანმა დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანა ქუვეითსა და ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, რაც აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ წინა დარტყმებს მოჰყვა. იუწყება CNN
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია, რაც „გამოიწვევს ყველა დიპლომატიური პროცესის სრულ შეჩერებას“.
IRGC-ის მტკიცებით, იერიშები მიმართული იყო „აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტებზე“, კერძოდ, ქუვეითში მდებარე „ალის ალ-სალემის“ ავიაბაზაზე და ბაჰრეინში აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბზე. ირანელი სამხედროები ასევე აცხადებენ, რომ დარტყმები განხორციელდა აშშ-ის სამხედროების მიერ მანამდე განხორციელებული შეტევების საპასუხოდ.
IRGC-მა ასევე დააანონსა აშშ-ის სამხედროებისთვის „გამანადგურებელი პასუხი“.
მანამდე, ამერიკელმა სამხედროებმა განაცხადეს ირანში ახალი დარტყმების შესახებ, რაც, მათი თქმით, ჰორმუზის სრუტეში ტანკერზე განხორციელებულ შეტევას მოჰყვა .
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანულ სამიზნეებზე იერიშები მიიტანა „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მორიგი დარღვევის“ გამო და კვლავ დაემუქრა ირანს განადგურებით.
გუშინ ამერიკელმა სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელეს - მათ შორის რაკეტებისა და დრონების საწყობებზე, ასევე სანაპირო რადარებსი სადგურებზე. ეს დარტყმები, მათი თქმით, მოჰყვა ჰორმუზის სრუტეში გამავალ სავაჭრო გემზე განხორციელებულ თავდასხმას.