პანკისის ხეობის სკოლებში ერთ-ერთ პრობლემად ლტოლვილი ბავშვების მიერ სწავლისთვის თავის დანებება რჩება. მიზეზი, ძირითადად, ნაადრევი დაოჯახება, შესაბამის ტანსაცმელთან და სხვა აუცილებელ ნივთებთან დაკავშირებული ხარჯებია.
"სწავლისათვის თავის დანებების ფაქტები განსაკუთრებით თვალშისაცემია 12-16 წლის ლტოლვილ გოგონებს შორის", - ნათქვამია სახალხო დამცველის 2009 წლის პირველი ნახევრის საპარლამენტო მოხსენებაში.
აღნიშნულ პრობლემაზე აქცენტი გაამახვილა გაეროს ბავშვთა დაცვის კომიტეტმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს იმ ლტოლვილ ბავშვთა უფლებების გარანტიების დაცვის არასაკმარისობით, რომლებიც ცხოვრობენ განცალკევებულ და მოშორებულ ლტოლვილთა დასახლებებში, რაც მათ განვითარებას ხელს უშლის.