შავი ზღვის მთელ სანაპიროზე კოლხეთის ეროვნული პარკის ანალოგი არ არსებობს. როგორც პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე ასოციაცია "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა განაცხადა, კოლხეთის ეროვნული პარკი ერთადერთია შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც ზღვის დაცული ტერიტორია პირდაპირ ხმელეთის ტერიტორიაზე გადადის და შავი ზღვის სანაპიროზე ერთადერთი ხელუხლებელი ადგილია.
"თუ ანაკლია-ფოთის შემაერთებელია ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყება, გზა კოლხეთის ეროვნული პარკის ხელუხლებ ტერიტორიაზე გაივლის. კლიმატის ცვლილებაზე კი პირდაპირ ურტყამს ჭაობებისა და ჭარბტენიანობის ტერიტორიების განადგურება", - განმარტა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ისეთი უნიკალური ბუნება, როგორც კოლხეთის დაცულ ტერიტორიაზეა შემორჩენილი, მსოფლიოში მხოლოდ ლენქორანშია.
"კოლხეთის ეროვნული პარკში დღემდე შემორჩენილია ბოლო გამყინვარების წინ არსებული მცენარეულობა", - აღნიშნა მან.