თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით 36 წლის თამარ ბერიძე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული მეგობარ ხათუნა ქირიას პატიმრობაში მყოფი დის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლებას დაპირდა, რისთვისაც 25 000 აშშ დოლარი მოითხოვა.
"თანხა ხათუნა ქირიას მისთვის ეტაპობრივად უნდა გადაეცა. პირველ ეტაპზე 15 000 აშშ დოლარი, ხოლო გათავისუფლების შემდეგ 10 000 აშშ დოლარი", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად თამარ ბერიძე დაკავებულ იქნა 15 000 აშშ დოლარის გადაცემის დროს.
დაკავებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თამარ ბერიძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.