მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის, ზურაბ ნოღაიდელის ინფორმაციით, ამჟამად რუსეთში საქართველოდან წასული დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანი ცხოვრებს.
ნოღაიდელის განცხადებით, აქედან 700 ათასი ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, 500 ათასს კი საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს.
"მათ ხმებს, როგორც წესი, მიხეილ სააკაშვილი ითვისებს, ხოლმე. მომავალში ეს აღარ უნდა დავუშვათ", _ აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.