მარნუელში, ლომთაგორის მეურნეობაში მგლებმა 37 სული ცხვარი დაგლიჯეს.
მოსახლეობის განცხადებით, სოფელში მტაცებლის შემოსევის ფაქტები ადრეც ყოფილა, თუმცა მსგავსი მასშტაბის არასოდეს.
შეშინებული მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ და მისგან მგლების ლიკვიდაციის შესახებ ნებართვის გაცემას მოითხოვენ.
ლომთაგორის მეურნეობაში ზარალს ამ დრომდე ითვლიან.