როდესაც რუსული ტიპის რეჟიმს უკეთებ ასეთ შეთავაზებას, ასეთი დამამცირებელი პასუხი არის ბუნებრივი და ერთადერთი, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებას,
„როდესაც რუსული ტიპის რეჟიმს უკეთებ ასეთ შეთავაზებას, ასეთი დამამცირებელი პასუხი არის ბუნებრივი და ერთადერთი. შეუძლებელია ეს იყოს რაიმე პოზიტივის მომტანი საერთო ბრძოლისთვის ან თავად „ლელოსთვის“. მიუხედავად ასეთი პასუხისა, როდესაც მსგავს პოლიტიკურ ნაბიჯს დგამ მეორედ, მესამედ, ეს ადამიანებში აჩენს ეჭვს, რომ „ოცნების“ დე- ფაქტო მმართველობის მე-14 წელსაც არ გაქვს ბოლომდე გააზრებული რა ტიპის რეჟიმს ებრძვი და ყოველ ჯერზე, რატომღაც რეჟიმისგან ელი განსხვავებულ პასუხს.
გუშინ რუსთაველზე ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ ეს განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში. ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს. აგერ პასუხიც“,- წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ 15 მარტს, პარტიის ლიდერთა სათათბიროს შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელია, დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს.
„ლელოს“ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ „ლელოს“ „ქართულ ოცნებასთან“ და „ქართულ ოცნებას“ „ლელოსთან“ სალაპარაკო არ აქვს. მისივე თქმით, „ისინი უნდა ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია“.