„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ ხალხს უნდა დაუბრუნონ დებატებით სარგებლობის უფლება.
ზურაბ ჯაფარიძე დებატებში პერსონალურად ირაკლი კობახიძეს იწვევს.
„პირადად შენ, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ დროს“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, უნდა ჰქონდეთ საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.
„ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“,- თქვა მან.