აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლა არ არის საუკეთესო დრო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისთვის, რადგან ამან შეიძლება გაართულოს ან ჩაშალოს რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა. ტრამპმა ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იუწყება The Associated Press
იმ დროს, როცა აშშ-ის სენატი ელოდება კანონპროექტის დამტკიცებას, რომელიც რუსული ენერგოპროდუქტებისა და სხვა საქონლის შემძენ ქვეყნებზე მაღალი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეჭვი გამოთქვა ასეთი ზომების უახლოეს მომავალში მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
„მე წინააღმდეგი არ ვაე. უბრალოდ ვამბობ, რომ ახლა შესაძლოა, საუკეთესო დრო არ იყოს“, - თქვა მან.
პრესკონფერენციის დროს ტრამპმა აღნიშნა, რომ ახლა ცდილობს შექმნას ხელსაყრელი პირობები პუტინთან პირადი შეხვედრისთვის უნგრეთში, სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.
ტრამპმა განაცხადა, რომ მოახლოებული შეხვედრა ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის დასრულებას.
„შესაძლებელია, ეს იმდენად პროდუქტიული საუბარი იყოს, რომ საბოლოოდ მშვიდობას მივაღწიოთ“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მისი მისაღებია.