2025 წლის მარტტში დედაქალაქში ჩამოყვანილი 160 ავტობუსი კახა კალაძემ შეინახა, რომ წინასაარჩევნოდ პიარისთვის გამოეყენებინა - ამის შესახებ პარტიების „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ მერობის ერთობლივმა კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"160 ავტობუსი დედაქალაქისთვის, რომელიც ჩაძირულია საცობებში, საშინელ გამონაბოლქვში, 2023 წლიდან შეძენის შემდეგ, 2025 წლის მარტში უკლვე თბილისში იყო, რა ვითარების შემდეგაც, კახა კალაძემ შეინახა 160 ავტობუსი იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ პიარისთვის გამოეყენებინა ეს ყველაფერი.
კახი კალაძეს, თბილისის მთავრობას, „ანტიქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს თბილისის რეალური პრობლემები, არ აინტერესებს ის საცობები, რომლებიც ხელს უშლის თბილისში გადაადგილებას, ხელს უშლის გამონაბოლქვის პრობლემის მოგვარებას. 6 თვე იყო გაჩერებული ავტობუსები, რის გამოც გადაადგილება არ იყო შესაბამისად გამოსწორებული თბილისში და ეს არის კახი კალაძის პერსონალური პასუხისმგებლობა. ის ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ პიარზე და არაფერზე სხვაზე. კალაძეს და „ანტიქართულ ოცნებას“ ეკისრება პასუხისმგებლობა, მათ შორის, 60 მილიონის ღირებულების მომსახურების სივრცის აშენებაზე, რაც დღემდე არ გაკეთებულა, რამდენჯერმე გადაიდო ამ 160 ავტობუსის ავტოსადგომის მშენებლობა, რაც დღემდე დაუსრულებელია. დღეს კალაძე და „ანტიქართული ოცნება“ დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ კორუფციით და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პიარით, რაც არ შეესაბამება თბილისის მოსახლეობის ინტერესებს.“- განაცხადა კუპრაძემ.