ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა სავიზო რეჟიმის შემოღება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი წერს.
მისივე თქმით, აჩერებენ უვიზო კონტაქტებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან.
„ჩემი ინიციატავით, მთავრობამ დაამტკიცა სავიზო რეჟიმის შემოღება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის.ასეთ რეაგირებას ვახდენთ ადამიანის უფლებების უპატივცემლობაზე, დემონსტრაციების დარბევასა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაზე.
ამ ზომით ვაჩერებთ უვიზო კონტაქტებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან”,- წერს იან ლიპავსკი.