კონგრესმენ ჯო უილსონთან შეხვედრაზე ვუსაუბრეთ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე. ასევე საუბარი შეეხო პოლიტიკური პატიმრების საკითხს და საფრთხეებს, რასაც ხელისუფლების ჩინური და ირანული კავშირები საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის , - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ.
ლევან სანიკიძის განცხადებით, ტყუილია, რომ „მეგობარი აქტის“ საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა საქართველოს დიდ მეგობართან, კონგრესმენ ჯო უილსონთან, სადაც საკითხი და საუბარი შეეხებოდა „მეგობარი აქტის“ მიღებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ დღის წესრიგშიც აღარ არსებობს, რაც არის ცალსახად ტყუილი. აგრეთვე ვისაუბრეთ პოლიტიკური პატიმრების საკითხზე, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის დაკავებაზე. ვისაუბრეთ იმ ჩინურ და ირანულ კავშირებზე, რომლითაც „ქართული ოცნება“ ანგრევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და დასავლურ მომავალს და ვგრძნობთ იმ პარტიულ მხარდაჭერას, რომელიც მთლიანად ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს აქვს“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.