ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ისრაელს მკაცრი სასჯელი ელოდება.
„რეჟიმი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს. მტრის თავდასხმების დროს არაერთი მეთაური და მეცნიერი დაიღუპა. ამ დანაშაულით სიონისტურმა რეჟიმმა მწარე და მტკივნეული ბედისწერა მოიმზადა საკუთარი თავისთვის და ის აუცილებლად მიიღებს მას“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა.
ხამენეიმ დაადასტურა, რომ დარტყმების დროს რამდენიმე მეთაური და მეცნიერი დაიღუპა. მისი თქმით, ისრაელმა „დანაშაული გამთენიისას ჩაიდინა“ და საცხოვრებელ უბნებს დაარტყა.
ისრაელში ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, მანამდე, ვიდრე საჭირო იქნება.