ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკეროს განცხადებით, ისრაელმა დაიწყო „პრევენციული, ზუსტი, კომბინირებული შეტევა“ ირანის ბირთვულ პროგრამაზე დასარტყმელად.
„დღეს ირანი უფრო ახლოსაა ბირთვული იარაღის მიღებასთან, ვიდრე ოდესმე. ირანის რეჟიმის ხელში მასობრივი განადგურების იარაღი წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს ისრაელის სახელმწიფოსთვის და მნიშვნელოვან საფრთხეს მსოფლიოსთვის“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, „მზად არიან, გააგრძელონ მოქმედება საჭიროებისამებრ“.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, თეირანის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი შეჩერებულია.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის მიერ ირანის დედაქალაქში საცხოვრებელი შენობების დაბომბვის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დარტყმები ოპერაცია „აღმავალი ლომის“ ნაწილი იყო და დასძინა, რომ ირანი ისრაელის გადარჩენისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მიზანმიმართული სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნე იმ საფრთხის შემცირებაა, რომელიც ირანის მხრიდან ირანის გადარჩენას ემუქრება. ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენი დღის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.