“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ.”
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტს ვაშინგტონში, სადაც პარტიის ლიდერები ორმხრივ შეხვედრებს მართავენ კონგრესსა და სენატში.
“ვაგრძელებთ შეხვედრებს ვაშინგტონში, კონგრესის და სენატის გარდა, ასევე შევხვდით უმაღლეს დონეზე ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებს, სადაც უშუალოდ იქმნება ამერიკული პოლიტიკა. ასევე შეხვედრა გვაქვს სახელმწიფო დეპარტამენტში, მაშინ როდესაც ივანიშვილო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო მოიხსნას საერთაშორისო დღის წესრიგიდან, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს კვლავ საერთაშორისო დღის წესრიგში, იყოს ამერიკულ დღის წესრიგში, რომელთან ურთიერთობაც ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს, იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და ა.შ. ამიტომ ერთადერთი იმისთვის, რომ ეს ყველა სარგებელი მივიღოთ და მხოლოდ სანქციები კი არ ამოქმედდეს ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, არამედ მივიღოთ ყველა ის სიკეთე, რასაც “მეგობარი აქტი” გვთავაზობს საქართველოს და ქართველ ხალხს, რისთვისაც აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რაც დაგვაბრუნებს დემოკრატიის გზაზე, აღადგენს ჩვენს ურთიერთობას ტრამპის ადმინისტრაციასთან და არანაირი ილუზია იმასთან დაკავშირებით არ არსებობს, რომ რუსეთთან, ირანთან, ჩინეთთან მოთანამშრომლე ივანიშვილს არ აქვს შანსი ურთიერთობის აღდგენის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.