რუსეთის ქალაქ ლიპეცკში, სარაკეტო საფრთხის ფონზე, აფეთქებების ხმა ისმოდა.
OSINT-არხების ინფორმაციით, ხანძარი ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის (НЛМК) მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. სავარაუდოდ, საწარმო უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის სამიზნე გახდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია აეროდრომის მიმართულებით გაჩენილი ხანძრის შესახებ.
„ვხედავთ, რომ საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს საზენიტო-სარაკეტო-საქვემეხო კომპლექსი „პანცირი“. საჰაერო სამიზნეზე მოხვედრის შემდეგ დამახასიათებელი აფეთქების ხმა არ ისმის. შესაძლოა, „პანცირმა“ ვერ გაართვა თავი. ასევე ვაფიქსირებთ ხანძარს ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის რაიონში, რაც შესაძლოა საჰაერო თავდაცვის მუშაობას ან ჩამოვარდნილ ობიექტს უკავშირდებოდეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათი ცნობით, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ფეთქდება 30-მილიმეტრიანი ჭურვები, რომლებსაც რუსული საზენიტო კომპლექსის „პანცირის“ ავტომატური ქვემეხები საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ იყენებენ. OSINT-არხების მტკიცებით, ვიდეოში სამიზნეებზე ჭურვების მოხვედრა არ ფიქსირდება.