შეერთებული შტატების ფედერალურმა სამართლომ დროებით შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანება, რომელიც ტრანსგენდერებს ჯარში მსახურებას უკრძალავს.
ფედერალურმა მოსამართლენ, ანა რეიესმა ტრანსგენდერი სამხედრო მოსამსახურეებისა და ჯარში მსახურების მსურველთა მიერ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი მიიღო.
იურისტების მიერ წარდგენილი შუამდგომლობის მიღებისას, რომლებიც წარმოადგენენ ექვსი ტრანსგენდერი სამხედროს და ორ ადამიანს, რომლებიც აპირებენ ჯარში მსახურებას, რეისმა თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება მწვავე საჯარო დებატებს გამოიწვევს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა, ვისაც სურვილი აქვს იმსახუროს ჯარსი, პატივისცემას იმსახურებს და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ძალაში შევა 21 მარტს, რაც ტრამპის ადმინისტრაციას აძლევს დროს გასაჩივრებისთვის.
28 იანვარს ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ცვლის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პოლიტიკას ამ საკითხთან დაკავშირებით და უკრძალავს ტრანსგენდერებს სამხედრო სამსახურს.