აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მალე აშშ-ს ეწვევა. იუწყება Financial Times
მან ამის შესახებ ვაშინგტონში ჯონ კენედის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში ვიზიტისას განაცხადა. „ის [სი] უახლოეს მომავალში ჩამოვა“, - თქვა ტრამპმა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თეთრმა სახლმა კომენტარი არ გააკეთა, დაიწყეს თუ არა ვაშინგტონმა და პეკინმა უმაღლეს დონეზე შეხვედრაზე მოლაპარაკებები.
ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ კი უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.
ამავდროულად, FT-ის წყარომ, თქვა, რომ მსგავსი შეხვედრის შესახებ საუბარი არ ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ სი ძინპინი ბოლოს შეერთებულ შტატებს 2023 წლის ნოემბერში ეწვია და აშშ-ის წინა პრეზიდენტს ჯო ბაიდენს სან-ფრანცისკოში APEC-ის სამიტის ფარგლებში შეხვდა.