სიტუაციიდან გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზება, ოდირისა და სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებსს აქართველოზე საუბრისას განუცხადა,
“ჩვენ ვგრძნობთ, რასაც აკეთებს ქართველი ხალხი , რომლებიც აპროტესტებენ დემოკრატიულ უკუსვლას, დემოკრატიის ბორცვიდან დაბლა, ავტორიტარული რეჟიმისკენ მიემართებიან. ეს ევროპას ძალიან აშფოთებს. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი წინ წასვლაა. ის რაც ვნახეთ იანვარში და დეკემბერში, ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩვენები, რომელიც ოდირის რეკომენდაციებით უნდა დაორგანიზდეს, იმ ორგანიზაციების, რომლებიც აკვირდებოდნენ და მონიტორინგს უწევდნენ არჩევნებს. ნამდვილად გვაშფოთებს ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც უფრო ამკაცრებს რეგულაციებს, რაც პროტესტის გამოხატვასა და სიტყვის თავისუფლებას ეხება. ეს ნამდვილად ძალიან სამწუხარო სიტუაციაა“, - განაცხადა ბუდრისმა.