აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეწყალებებს, რომლებსაც ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა მისი პრეზიდენტობის ბოლო დღეს, იურიდიული ძალა არ აქვს. ამის შესახებ ტრამპი თავის სოციალურ ქსელTruth Social-ში წერს.
"შეწყალებები", რომელებიც მძინარა ჯო ბაიდენმა გამოსცა, გამოცხადებულია ბათილად და არ აქვს იურიდიული ძალა ან ეფექტი, რადგან მათ ხელი მოაწერეს ხელმოწერის ავტომატური მოწყობილობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯო ბაიდენმა მათ ხელი არ მოაწერა", - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ბაიდენმა არც კი იცოდა, რომელ შეწყალებას აწერდა ხელს.
„შეწყალების საჭირო დოკუმენტები ბაიდენის მიერ არ განმარტებულა და არც დამტკიცებულა.
მან არაფერი იცოდა მათ შესახებ და ვინც იცოდა, შეეძლო დანაშაულის ჩადენა“, - წერს ტრამპი, მაგრამ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება მისი სიტყვების გასამყარებლად.
როგორც Bloomberg აღნიშნავს, ტრამპის კომენტარები მოწმობს, რომ მის ადმინისტრაციამა, შესაძლოა, დევნა დაიწყოს პრეზიდენტის ზოგიერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური მტერის, მათ შორის ყოფილი კონგრესმენის ლიზ ჩეინის, გადამდგარი გენერალ მარკ მილისა და ინფექციურ დაავადებებათა ექსპერტის ენტონი ფაუჩის წუნააღმდეგ.
შეწყალების მინიჭების უფლებამოსილება დიდი ხანია განიხილება პრეზიდენტის ერთ-ერთ ყველაზე აბსოლუტურ უფლებამოსილებად და სასამართლოები თავს არიდებენ რაიმე შეზღუდვის დაწესებას მისი მინიჭების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა აღიარა, რომ საბოლოოდ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვიტილება, შეწყალების მართებულებასთან დაკავშირებით, მისი განცხადებები ბადებს შესაძლებლობას, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა, შესაძლოა, დევნის დაწყება სცადოს პრეზიდენტის ზოგიერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ.
"ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება - ეს სასამართლოების გადასაწყვეტია - მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მათ არ აქვთ იურიდიული ძალა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ბაიდენს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს ხდებოდა", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.