ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ კოჩანის ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის პანჩო ტოშკოვსკის განცხადებით, 80-ზე მეტი დაზარალებული ჰოსპიტალიზებულია ქვეყნის დედაქალაქ სკოპიეს კლინიკებში.
ხანძარი ღამის კლუბ Pulse-ში მაკედონიური პოპ-ჯგუფის, DNA-ს გამოსვლის დროს გაჩნდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, პიროტექნიკური მოწყობილობების გამოყენებამ გამოიწვია. მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მოხვდა ნაპერწკლები ჭერზე და როგორ გავრცელდა ცეცხლი სწრაფად მთელ შენობაში.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტზე რამდენიმე პირია დაკავებული.