უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, შაბათს ღამით, რუსეთის ძალებმა უკარიანს 178 დრონით და ორი ბალისტიკური რაკეტოთ შეუტიეს.
უკრაინელებმა 130 დრონი ჩამოაგდეს.
ოკუპანტების ცრცხლის ქვეშ მოექცა ხერსონის, ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიჰივის, ჩერკასის, კიევის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, კიროვოგრადის, დნიპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და მიკოლაევის ოლქები.
ხერსონის ოლქში რუსული საავიაციო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომან მროჩკომ თავის ტელეგრამარხზე ხუთი დაჭრილის შესახებ დაწერა.
სარაკეტო დარტყმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა კრივი რიჰში. დაზიანდა ოთხი მრავალსართულიანი და ოთხი კერძო სახლი, საქალაქო კომუნიკაციები და სავაჭრო ობიექტები.
წინასწარი მონაცემებით, დაშავებულებს შორის არის ორი წლის ბავშვი.
ჩერნიჰივში რუსეთის დაბომბვის შედეგად მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა. მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან.